
ინციდენტი ზუგდიდში: "კოორდინატორმა პოლიციელს ხელიდან სიები გამოსტაცა და დახია"
19/05/2019 07:05:22 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
ზუგდიდის №12 საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა. როგორც დამკვირვებელი ნიკოლოზ მურვანიძე იუწყება, კოორდინატორს "უცნობი სიები" დაუფიქსირდა და მოვლენებიც ამის შემდეგ განვითარდა.
"კოორდინატორს დაუფიქსირდა უცნობი სიები. რომელიც დამკვირვებლებს არ ანახა და პრესას არ გადააღებინა.პოლიციელმა ჩამოართვა სია დამკვირვებლის მოთხოვნით.ამის შემდეგ კოორდინატორმა გამოსტაცა პოლიციელს ხელიდან ეს სიები და დახია.გამოძახებული იყო დამატებითი პოლიციის დანაყოფები.ვიდეო მასალა გადაგზავნილია შტაბში",– აცხადებს მურვანიძე.
ცნობისთვის: ზუგდიდელები დღეს მერს ირჩევენ.