Accentnews.ge
ოკუპანტებმა მერეთთან ახალი მავთულხლართები გააბეს

ოკუპანტებმა მერეთთან ახალი მავთულხლართები გააბეს

19/02/2022 15:56:03 კონფლიქტები

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთთან, სადაც საოკუპაციო გამყოფი ხაზია გავლებული, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სპეცტექნიკა მიიყვანეს და მავთულხლართების გაბმა დაიწყეს. ამის შესახებ ადგილობრივები იუწყებიან.

მათი თქმით, ოკუპანტები მერეთსა და ოკუპირებულ სოფელ ქსუისს შორის გადაადგილდებოდნენ.

საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებები დაადასტურა სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც, რომლის ცნობითაც, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბოძები დაამონტაჟეს და ზედ მავთულხლართები გააბეს.

სუს-ის განცხადებით, გააქტიურდა ცხელი ხაზი და საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები იანვარ-თებერვალში ჯერ სოფელ კირბალში გამოჩნდნენ და ხეებზე თეთრი ფერის ნიშნულები გატოვეს, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის მცოცავი ოკუპაციის ახალი ტალღაა. მოგვიანებით ისინი სოფელ მეჯვრისხევსა და ჯარიაშენშიც გამოჩნდნენ. ჯარიაშენში მათ ოკუპაციის ხაზთან ახლოს ახალი თხრილი გაავლეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S