Accentnews.ge
"გვეუბნებიან, რომ კარი ღიაა, მაგრამ აუტსაიდერებს არ უშვებენ, გვჭირდება ღია პასუხები!"

"გვეუბნებიან, რომ კარი ღიაა, მაგრამ აუტსაიდერებს არ უშვებენ, გვჭირდება ღია პასუხები!"

19/02/2022 17:20:49 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ უკრაინის მისწრაფებაზე, გახდეს ნატო–ს წევრი, ღია პასუხები მოითხოვა.

„2014 წლიდან რუსეთის ფედერაცია გვარწმუნებს, რომ არასწორი გზა ავირჩიეთ, რომ ევროპაში არავინ გველოდება. განა ევროპამ გამუდმებით არ უნდა განაცხადოს და ქმედებებით გაამართლოს, რომ ეს ასე არ არის? გვეუბნებიან, რომ კარი ღიაა, მაგრამ ჯერჯერობით, აუტსაიდერებს არ უშვებენ. თუ ალიანსის ზოგიერთ წევრს ჩვენი ნახვა არ სურს, ან ალიანსის ყველა წევრს არ სურს ჩვენი ნახვა, იყავით გულწრფელი. ღია კარი კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ღია პასუხები და არა დახურული კითხვები წლების განმავლობაში”, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაიანის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რომელიც, მისი თქმით, ვერც მშვიდობას იცავს და ვერც თავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S