
თბილისში გიორგი მასხულიას სცემეს
21/02/2022 07:00:46 სამართალი
თბილისში, კლუბ "ოთახში" გვიან ღამით დიზაინერ გიორგი მასხულიას სცემეს.
როგორც მასხურია ყვება, თავს 3 პირი დაესხა, შემდეგ პოლიცია გამოიძახა, თუმცა მათ რეაგირება არ ჰქონიათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. პოლიციას, ჯერჯერობით, არავინ დაუკავებია.