Accentnews.ge
კარასინი აბაშიძესთან პერსპექტივების შესახებ "სერიოზულ" საუბარს გეგმავს

კარასინი აბაშიძესთან პერსპექტივების შესახებ "სერიოზულ" საუბარს გეგმავს

21/02/2022 09:28:12 პოლიტიკა

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრას გეგმავს, რათა «პერსპექტივებზე სერიოზულად ესაუბროს".

«ჩვენ ყოველკვირეულად ვსაუბრობთ. აუცილებელია გარკვეული ჯგუფის შეკრება, ჩამოსვლა და სერიოზული საუბარი პერსპექტივებზე. უამრავი საკითხია: ორმხრივი, ასევე ფორმატი «3+3» და რეგიონული პოლიტიკა», – განუცხადა ТАСС-ს კარასინმა.

«ეს უმთავრესად ორმხრივი კონტაქტებია, ის, თუ როგორ გავაგრძელოთ გზა. არსებობს ავიარეისების აღდენის, მოქალაქეთა მიმოსვლის, ვიზების საკითხები. უკვე მომწიფდა თემების მთელი წყება», – აღნიშნა კარასინმა და დასძინა, რომ შეხვედრა შესაძლოა, პრაღაში გაიმართოს.

«ვგეგმავთ ასეთ კონტაქტს. ეს პანდემიურ ვითარებაზეა დამოკიდებული. თუ იგი ხელს შეგვიწყობს, გვაქვს გეგმები მარტის მეორე ნახევარზე», – აღნიშნა რუსმა დიპლომატმა.

ცნობისთვის: «3+3» რეგიონული ფორმატის პირველი შეხვედრა 2021 წლის 10 დეკემბერს მოსკოვში გაიმართა. მასში თურქეთის, რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანისა და სოხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს მონაწილეობა.

საქართველოში აცხადებენ, რომ რუსეთთან არანაირ ერთობლივ ფორმატში არ ჩაერთვებიან, სანამ მოსკოვს ქვეყნის ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S