
აქტივისტები "სირცხვილის დერეფანს" დეპუტატებს უმზადებენ
03/09/2019 05:10:46 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
აქცია „სირცხვილიას“ ორგანიზატორები დღეს, 11:00 საათზე, პარლამენტთან დეპუტატებისთვის „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობას გეგმავენ.
აქციის ორგანიზატორების ცნობით, აქტივისტები გადანაწილდებიან პარლამენტის შენობის სამივე შესასვლელთან და მოუწოდებენ დეპუტატებს, არ გამოუცხადონ ნდობა მთავრობის იმ შემადგენლობას, რომელშიც გიორგი გახარია იქნება წარმოდგენილი. ამასთან, ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, პასუხისმგებლობა აიღოს 20-21 ივნისის მოვლენებზე.
პარლამენტის საშემოდგომო სესია 12:00 საათზე გაიხსნება.