Accentnews.ge
სააკაშვილი დღეიდან უვადო შიმშილობას იწყებს

სააკაშვილი დღეიდან უვადო შიმშილობას იწყებს

21/02/2022 11:50:40 პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეიდან უვადო შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ მან მის სასამართლო პროცესზე განაცხადა.

"მე ვაცხადებ დღეიდან სრულ უვადო შიმშილობას. ეს არის რეაქცია იმაზე, როგორც გვეპყრობა რეჟიმი მე და ჩვენს ხალხს", - თქვა სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მან ჰოლანდიელი ექიმისგან მიღო წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ მისმა განმეორებითი შიმშილმა, შესაძლოა, ლეტალური შედეგი გამოიწვიოს.

"ნახოს ყველამ, რას ნიშნავს სამშობლოს სიყვარული, ნახოს ყველამ, რა არის მბიციები თუ საკუთარი ქვეყნის უფრო მაღლა დაყენება", - განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა პირველად დაკავების შემდეგ დაიწყო და 50 დღის შემდეგ, 18 ნოემბერს დაასრულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S