Accentnews.ge
შსს-მ 21 თებერვალს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შსს-მ 21 თებერვალს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

21/02/2022 12:44:22 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 21 თებერვალს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილი დევნა) და 157-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვება და სოციალური ქსელით გავრცელება) დაიწყო“, – აცხადებენ უწყებაში.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ძალადობს ერთი სასულიერი პირი მეორეზე. მოძალადე სასულიერო პირი მეორეს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს.

იხილეთ ასევე: საპატრიარქო – ძალადობის ვიდეოზე: "ეკლესიის სახელით ჩადენილი ასეთი ქმედება მიუღებელი და არაქრისტიანულია"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S