
შს მინისტრის პოსტს ვახტანგ გომელაური დაიკავებს
03/09/2019 06:03:46 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
შს მინისტრის პოსტს ვახტანგ გომელაური დაიკავებს, ამის შესახებ განცხადება პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა, ვიცე–პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
ამ ეტაპზე უცნობია, ვინ დაიკავებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას, რომელსაც გომელაური ამ დრომდე ხელმძღვანელობდა.
ამასთან, ცვლილება იქნება თავდაცვის სამინისტროში. კერძოდ, ლევან იზორია უსაფრთხოების საბჭოში გადაინაცვლებს, მას კი ირაკლი ღარიბაშილი შეცვლის, რომელიც წარსულში სს მინისტრისა და პრემიერის პოზიციებს იკავებდა, თუმცა შემდეგ რამდენიმეწლიანი პაუზა ჰქონდა აღებული.