
თავდაცვის მინისტრის პოსტს ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს
03/09/2019 06:06:22 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრის პოსტს ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს,– ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
რაც შეეხება თავდაცვის მინისტრის მოვალეობის ამჟამინდელ შემსრულებელ ლევან იზორიას, გახარიას თქმით, ის უშიშროების საბჭოს თავმძჯდომარის თანამდებობაზე გადაინაცვლებს.
გახარია პრემიერ–მინისტრტის თანამდებობაზე "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.
ცნობისთვის: ორი თვეა აქტივისტები გახარიას გადადგომას "გავრილოვის ღამის" გამო ითხოვენ. აქცია "სირცხვილიას" აქტივისტები ამ დროისთვის "ქართული ოცნების" სათაო ოფისთან იმყოფებიან, ამასთან სირცხვილის დერეფანს ამზადებენ პარლამენტთან. ისინი დეპუტატებს მოუწოდებენ, არ დაუჭირონ მხარი მინისტრთა კაბინეტს, რომლის შემადგენლობაშიც გახარია იქნება.