
რუსეთს დონეცკსა და ლუგანსკში ჯარი შეჰყავს
21/02/2022 21:53:57 კონფლიქტები
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განკარგულება გასცა, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. "სახალხო რესპუბლიკებში" მშვიდობის მხარდაჭერის მიზნით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა "უზრუნველყონ მშვიდობა".
ამის შესახებ საუბარია ბრძანებებში, რომლებიც დღეს გამოქვეყნდა.
„ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურის რუსეთის თავდაცვის სამინისტროსადმი მიმართვასთან დაკავშირებით, შეთანხმების გაფორმებამდე, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე განახორციელოს მშვიდობის მხარდასაჭერი ფუნქცია“ , - ნათქვამია განკარგულებაში.
ანალოგიურია ნათქვამი დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის შესახებ განკარგულებაშიც.
ვლადიმერ პუტინმა დაავალა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გამართოს მოლაპარაკებები ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. “რესპუბლიკებთან“ დიპლომატიური ურთიერთობების, მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების შესახებ.