
ევროკომისიის პრეზიდენტი: მოსკოვის გადაწყვეტილება „საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა“
22/02/2022 05:40:43 ევროპა
გადაწყვეტილება „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ უკანონო რეჟიმების „დამოუკიდებლობის“ აღიარების შესახებ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის პრეზიდენტის ურზულა ფონ დერ ლაინის კომენტარში, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ 21 თებერვალს შესაბამის განკარგულების ხელმოწერას მოჰყვა.
„უკრაინის ორი სეპარატისტული ტერიტორიის აღიარება საერთაშორისო სამართლის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მინსკის შეთანხმებათა უხეშ ხელყოფას წარმოადგენს. ევროკავშირი და მისი პარტნიორები იმოქმედებენ ერთიანად, მტკიცედ და უკრაინისადმი განუხრელი სოლიდარობით“, - ნათქვამია ურზულა ფონ დერ ლაიენის მიერ ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში.
მსგავის შინაარსი განცხადება პუტინის გადაწყვეტილების შემდეგ გაავრცელეს ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა და ნატოს გენერლაურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.
ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების " დამოუკიდებლობის" აღიარება დაგმო საფრანგეთის პრეზიდენტმაც.
"ვგმობ ამ გადაწყვეტილებას. მე მოვითხოვე გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა და ევროპული სანქციები“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცნო ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების "სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა" და რუსეთის ფედერაციის ფედერალურ კრებას მოუწოდა, "მხარი დაუჭიროს ამ გადაწყვეტილებას და შემდეგ კი მოახდინოს ორივე რესპუბლიკასთან მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებების რატიფიკაცია.
"ორივე ეს დოკუმენტი მომზადებული და ხელმოწერილი იქნება ძალიან მოკლე დროში“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს გაკეთებულ მიმართვაში.
მან ასეთი გადაწყვეტილების წინაპირობად დაასახელა უკრაინის ხელისუფლება, რომელიც არ ცნობს დონბასის პრობლემის გადაჭრის სხვა გზას, გარდა ომისა.
პუტინმა მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლად შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები დონბასში და გააფრთხილა, რომ „წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლო სისიხლისღვრაზე მთელი პასუხისმგებლობა უკრაინის ტერიტორიის მმართველი რეჟიმის სინდისზე იქნება.“
რუსეთს ოკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯარი შეყავს.
უტინმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო დანიშნა თავის წარმომადგენლად ლუგანსკისა და დონეცკის სეპარატისტულ რეგიონშში, მას შემდეგ რაც ფედერალური კრება თანამშროლობის ხელშეკრულებების რატიფიცირებას მოახდენს.