Accentnews.ge
ბლინკენი: "ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის „დამოუკიდებლობის“ აღიარება სამარცხვინო აქტია"

ბლინკენი: "ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის „დამოუკიდებლობის“ აღიარება სამარცხვინო აქტია"

22/02/2022 05:51:15 ევროპა, მსოფლიო

აშშ-ის სახელმხიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ტვიტერზე ეხმაურება ვლადიმირ პუტინის განკარგულებას, დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე და მას პროგნოზირებად, სამარცხვინო აქტს უწოდებს.

„რუსეთის მისწრაფება აღიაროს ე. წ. რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა“, რომელსაც თავისი მარიონეტები აკონტროლებენ, პროგნოზირებადი, სამარცხვინო აქტია. ჩვენ მათ უმკაცრესად ვგმობთ და ვდგავართ უკრაინის გვერდით, როგორც ეს საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას ვუთხარი“, - წერს ბლინკენი ტვიტერზე.

ცნობლია, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ბლინკენს ვაინგტონში შეხვდება.

21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცნო ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების "სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა" და რუსეთის ფედერაციის ფედერალურ კრებას მოუწოდა, "მხარი დაუჭიროს ამ გადაწყვეტილებას და შემდეგ კი მოახდინოს ორივე რესპუბლიკასთან მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებების რატიფიკაცია.

"ორივე ეს დოკუმენტი მომზადებული და ხელმოწერილი იქნება ძალიან მოკლე დროში“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს გაკეთებულ მიმართვაში.

მან ასეთი გადაწყვეტილების წინაპირობად დაასახელა უკრაინის ხელისუფლება, რომელიც არ ცნობს დონბასის პრობლემის გადაჭრის სხვა გზას, გარდა ომისა.

პუტინმა მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლად შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები დონბასში და გააფრთხილა, რომ „წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლო სისიხლისღვრაზე მთელი პასუხისმგებლობა უკრაინის ტერიტორიის მმართველი რეჟიმის სინდისზე იქნება.“

რუსეთს ოკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯარი შეყავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S