Accentnews.ge
მასხულიაზე ძალადობისთვის 3 პირი დააკავეს

მასხულიაზე ძალადობისთვის 3 პირი დააკავეს

22/02/2022 06:07:36 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს 3 პირი, რომლებმაც დიზაინერ გიორგი მასხულიას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. მათ 2 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მასხულიაზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 21 თებერვალს გავრცელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S