Accentnews.ge
ერდოღანმა რუსეთი გააკრიტიკა

ერდოღანმა რუსეთი გააკრიტიკა

22/02/2022 11:31:57 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა მიუღებელი უწოდა რუსეთის გადაწყვეტილებას უკრაინის რეგიონების „დამოუკიდებელ სახემწიფოებად“ აღიარების თაობაზე.

როგორც თურქული გამოცემა Anadolu წერს, ჟურნალისტებთან საუბრისას მან მხარეებს საღი აზრისა და საერთაშორისო ნორმების პატივისცემისკენ მოუწოდა.

ამასთან, როგორც გამოცემა წერს, ერდოღანმა თქვა, რომ უკრაინის გარშემო შექმნილ კრიზისზე დასავლეთის რეაქციას არ ეთანხმება:

„ბოლომდე გასაგები არაა, რისკენ იყო მიმართული აშშ–ის განცხადებები და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გადადგმული უცნაური ნაბიჯები. ჩემი ხედვით, მიუნხენის კონფერენცია ნატო–ს ღონისძიების ჩარჩოებს ვერ გასცდა. თურქეთი კრიზისის დაწყებისთანავე დგამდა გულწრფენ ნაბიჯებს, გამოდიოდა დაძაბულობის შემცირების აუცილებლობის მოწოდებით. ჩვენი გზავნილები სავსებით მკაფიო იყო“.

თურქეთის ლიდერმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ლუგანსკის და დონეცკის აღიარება მინსკის შეთანხმების დარღვევაა.

მისი თქმით, მოსკოვის გადაწყვეტილება წარმოადგენს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევას:

„ჩვენ რუსეთის გადაწყვეტილებას მიუღებლად მივიჩნევთ. მხარეებს საღი აზრისა და საერთაშორისო ნორმების პატივისცემისკენ მოვუწოდებთ“.

როგორც ერდოღანმა აღნიშნა, თურქეთი, როგორც შავი ზღვის რეგიონის სახელმწიფო, ახორციელებს და ამზადებს რიგ ზომებს უკრაინასა და რუსეთს შორის არსებულ დაძაბულობასთან დაკავშირებით.

ეროღანმა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების გერმანიისა და თურქეთის მონაწილეობით შეკრების თაობაზე ზელენსკის მოწოდების კომენტირებისას განაცხადა: „ზელენსკის წინადადება არის პოზიტიური მიდგომის დემონსტრირება და თუ ის მხარდაჭერას იპოვის, მაშინ ჩვენ მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ დისკუსიებში“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S