ზელენსკი: "2008 წელს საქართველოში დაშვებული შეცდომები აღარ უნდა განმეორდეს"
22/02/2022 11:54:16 პოლიტიკა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკისა დალუგნსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაუყოვნებლივი შემოღების აუცილებლობაზე საუბრობს.
«ევროპამ და მსოფლიომ აღარ უნდა გაიმეორონ ის ტრაგიკული შეცდომები, რომლებიც 2008 წელს საქართველოში იქნა დაშვებული. ჩვენ შევთანხმდით უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის მორიგი აქტის გამო სანქციების დაუყოვნებლივ შემოღების აუცილებლობაზე. ამ სანქციებმა "ჩრდილოეთ ნაკადი-2"-ის სრული გაჩერებაც უნდა მოიცვას», – განაცხადა ზელენსკიმ კიევში მყოფ ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დღეს განაცხადა, რომ რუსული გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი შეჩერდება.


