
დონბასიდან ევაკუირებულებს სოხუმშიც ჩაასახლებენ
22/02/2022 12:45:17 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება მზადაა დონბასიდან ევაკუირებულთა მისაღებად. ამ მიზნით სოხუმში უკვე მომზადებულია სასტუმრო "აიტარი".
მზადყოფნის საკითხები დე ფაქტო პრემიერმა ალექსანდრე ანქვაბმა დღეს სამუშაო თათბირზე განიხილა.
მანამდე ევაკუირებულთა მიღების მზადყოფნის შესახებ განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, რომელმაც სრული მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების თაობაზე.