
აზერბაიჯანი რუსეთთან სამოკავშირეო დეკლარაციის გაფორმებას გეგმავს
22/02/2022 14:42:50 კავკასია
აზერბაიჯანი და რუსეთი სამოკავშირეო ურთიერთობების შესახებ დეკლარაციის გაფორმებას გეგმავენ, - იუწყება კრემლი.
მისივე ინფორმაციით, "რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მოსკოვში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი გეგმავენ, განიხილონ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარება პოლიტიკის, ეკონომიკისა და ჰუმანიტარულ სფეროებში.
"მოლაპარაკებების შედეგად იგეგმება სამოკავშირეო ურთიეთობების შესახებ დეკლარაციის გაფორმება, რაც რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობას საკავშირო დონეზე აიყვანს", - ნათქვამია კრემლის საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
მისივე ცნობით, მხარეები ასევე მთიანი ყარაბაღისა და სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო კავშირის საკითხებზე მიღწეული შეთანხმებების შესრულებას განიხილავენ.