
მინსკი "გაგებითა და პატივისცემით" ეკიდება პუტინის გადაწყვეტილებას
22/02/2022 14:37:01 ევროპა
ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ "პატივისცემითა და გაგებით" ეკიდებიან რუსეთის გადაწყვეტილებას, უკრაინის რეგიონების "დამოუკიდებელ სუბიექტებად" აღიარების თაობაზე.
უწყება აღნიშნავს, რომ არაერთხელ განუცხადებია რიგი დასავლური ქვეყნების ხელმძღვანელებისა და პოლიტიკოსების "დაუფიქრებელი ქცევის" საფრთხეზე და ის რეგიონში დაძაბულ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ევროკავშირსა და აშშ-ს აკისრებს.
"ასეთ სიტუაციაში ჩვენ პატივისცემითა და გაგებით ვიღებთ რუსული მხარის გადაწყვეტილებას დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით. რუსეთის ამ ნაბიჯს აქვს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სერიოზულად ადამიანური, ჰუმანიტარული განზომილება, რუსეთის მოქალაქეების რაოდენობის გათვალისწინებით, რომლებიც ცხოვრობენ აღნიშნულ ტერიტორიებზე", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დონბასის საკითხში აპირებს, რუსეთთან მოკავშირეობა გაითვალისწინოს:
"ბელორუსული მხარე თავის შემდგომ ქმედებებში აპირებს, ამოვიდეს ყველა მხარის კეთილსინდისიერი დამოკიდებულების პრინციპებიდან, რომელიც საკუთარ თავზე აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას ეხება, ასევე, მოძმე რუსეთთან სტრატეგიული ალიანსიდან და გაითვალისწინოს ვითარების შემდგომი განვითარება".
ამასთან, მინსკს მიაჩნია, რომ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით კონფლიქტის დარეგულირებისთვის პრიორიტეტი დიპლომატია უნდა იყოს.