Accentnews.ge
უკრაინა ბრიტანეთს და აშშ–ს დამატებითი შეიარაღების მიწოდებას სთხოვს

უკრაინა ბრიტანეთს და აშშ–ს დამატებითი შეიარაღების მიწოდებას სთხოვს

22/02/2022 16:47:28 ევროპა

უკრაინა ბრიტანეთს და აშშ–ს დამატებითი შეიარაღების მიწოდებას სთხოვს,– ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება იუწყება.

„დილით ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გავაგზავნე წერილი თხოვნით დამატებითი თავდაცვითი იარაღის მოწოდების თაობაზე. ანალოგიური თხოვნით დღეს მივმართავ აშშ–ში ჩემს თანამოსაუბრეს“,– განაცხადა კულებამ.

მისივე თქმით, უკრაინა იარაღს ითხოვს, რადგან არ არის კოლექტიური უსაფრთხოების წევრი და ფაქტობრივად, არ აქვს უსაფრთხოების გარანტიები:

„მთელი მსოფლიოს მობილიზებას მოვახდენთ, რათა ჩვენი თავდაცვისუნარიანობა გავაძლიეროთ“.

კულებამ ასევე აღნიშნა, რომ ვითარების ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, „დიპლომატია არც ერთი წამით არ შეჩერდება“.

როგორც ცნობილია, უკრაინელმა დიპლომატმა ქვეყნის პრეზიდენტს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა შესთავაზა.

ამასთან, კულებამ აღნიშნა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება,“დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ ცნოს უკრაინის რეგიონები, საკმარისია დასავლეთის მიერ მისთვის სანქციების დასაწესებლად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S