Accentnews.ge
"უსაფრთხოების კუთხით ყველაზე საშიში მომენტია,100 საჰაერო ხომალდი მზადყოფნაში გვყავს"

"უსაფრთხოების კუთხით ყველაზე საშიში მომენტია,100 საჰაერო ხომალდი მზადყოფნაში გვყავს"

22/02/2022 16:42:35 ევროპა, მსოფლიო

ნატო–ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, "ახლა უსაფრთხოების კუთხით ყველაზე საშიში მომენტია.

მისივე თქმით, ალიანსს 100 საჰაერო ხომალდი ჰყავს მზადყოფნაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინა-ნატოს საბჭოს საგანგებო სხდომა იმართება.

შეგახსენებთ იმასაც, რომ კრემლის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს უკრაინის რეგიონები – ლუგანსკი და დონეცკი „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარა და ამ ტერიტორიებზე რუსი სამხედროების შეყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

ამ ეტაპზე უცნობია, რა „საზღვრებში“ აღიარებს კრემლი „სუბიექტებად“ „სახალხო რესპუბლიკებს“. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრეს–სპიკერმა მარია ზახაროვამ თქვა, „ეს მომავლის საკითხია“, რაც ექსპერტების მხრიდან შეშფოთების საფუძველია მორიგი პროვოკაციების თვალსაზრისით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S