Accentnews.ge
პუტინმა განმარტა, რა „საზღვრებში“ აღიარა რუსეთმა დონეცკი და ლუგანსკი

პუტინმა განმარტა, რა „საზღვრებში“ აღიარა რუსეთმა დონეცკი და ლუგანსკი

22/02/2022 16:55:11 ევროპა, მსოფლიო

კრემლის ლიდერის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, უკრაინის რეგიონები – დონეცკი და ლუგანსკი იმ „საზღვრებში აღიარა,რომლებიც მათ კონსტიტუციებშია დაფიქსირებული“.

მისივე თქმით, „საზღვრებთან დაკავშირებული სადავო საკითხები კიევსა და მათ შორის მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს“.

ამასთან, პრესკონფერენციაზე პუტინს ჰკითხეს, „რამდენად შორს შეიძლება, წავიდეს რუსული ჯარი?"

კითხვას კრემლის ლიდერმა გაურკვევლად უპასუხა:

"არ მითქვამს, რომ ჩვენი ჯარი დონბასისკენ ახლავე დაიძვრება".

შეგახსენებთ, რომ სეპარატისტები დონეცკის და ლუგანსკის ტერიტორიების მხოლოდ ნაწილს აკონტროლებენ, მეორე ნაწილი ცენტრალური ხელისუფლების მკიერ კონტროლირდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S