
რუსეთს უკრაინიდან დიპლომატები გაჰყავს
22/02/2022 17:37:44 ევროპა, მსოფლიო
რუსეთი უკრაინიდან საელჩოს პერსონალის ევაკუაციას უახლოეს მომავალში მოახდენს,– ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.
„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენი უპირველესი ამოცანაა, ვიზრუნოთ რუს დიპლომატებზე, საელჩოს თანამშრომლებზე, გენერალურ კონსულებზე. მათი სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად, რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რუსეთის საგარეო მისიების პერსონალის ევაკუაციის შესახებ, რაც უახლოეს მომავალში განხორციელდება“,– იუწყება სამინისტრო.
შეგახსენებთ, რომ კრემლმა 21 თებერვალს უკრაინის რეგიონები – დონეცკი და ლუგანსკი „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარა და ამ ტერიტორიებზე სამხედროების შეყვანის გადაწყვეტილება მიიღო.