Accentnews.ge
„რუსეთს ფასი სრულად არ გადაუხდია, ვერ მოხდა მისი შეკავება, ამიტომ გვაქვს დღეს ეს გამოწვევა “

„რუსეთს ფასი სრულად არ გადაუხდია, ვერ მოხდა მისი შეკავება, ამიტომ გვაქვს დღეს ეს გამოწვევა “

22/02/2022 17:45:45 ევროპა, პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ დასავლეთმა 2008 და 2014 წლებში მის ხელთ არსებული ყველა რესურს არ გამოიყენა რუსეთის შესაჩერებლად და ამის გამოძახილის ის, რასთან გამკლავებაც დღეს უწებს.

„თუ რამე უნდა ვისწავლოთ ამ წარსულიდან, 2008 წლის საქართველოში შემოსვლის და 2014 წლის უკრაინაში შესვლის საფუძველზე, გახლავთ ის, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ იყენებდნენ ყველა იმ შესაძლებლობას, რომელიც მათ გააჩნდათ იმ ეტაპზე. ამის ფასი რუსეთს არ ჰქონდა სრულად გადახდილი და ვერ მოხდა მისი შეკავება. სწორედ ამიტომ გვაქვს ეს გამოწვევა დღეს...

ომის გარეშე რა შეიძლება გაკეთდეს, რათა რუსეთს შევაგნებინოთ, რომ ეს არის ის მორალური, პოლიტიკური და ფინანსური ფასი, რომელიც მას ექნება გადასახდელი? მექანიზმები რა არის? ეს არის სანქციები“,– განაცხადა ზურაბიშვილმა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

სინქრონული თარგმანი პრეზიდენტის ადმინისტრაციას ეკუთვნის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S