
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის მიმართ ახალი სანქციები დაამტკიცეს
22/02/2022 18:31:44 ევროპა
ევროპის კავშირმა ერთხმად დაუჭირა მხარი რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას მოსკოვის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების "სუბიექტებად" აღიარების და იქ ჯარების განთავსების გადაწყვეტილების თაობაზე, რაც საერთო სამართლის დარღვევად ფასდება.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ მინისტრებმა „ერთხმად მიიღეს სანქციების პირველდაწყებითი პაკეტი“ პარიზში რიგგარეშე შეხვედრის დროს.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა უზენაესი წარმომადგენლების ჟოზეფ ბორელის განმარტებით, სანქციები შეეხება რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის წევრებს და სხვა პირებს, რომლებიც მონაწილეობდნენ უკრაინის აღმოსავლეთში, სეპარატისტების კონტროლის ქვეშ მყოფ რეგიონში რუსეთის ჯარების განთავსების დამტკიცებაში.
სანქციები ასევე შეეხება რუსეთის პოლიტიკის დაფინანსებასთან დაკავშირებულ ინსტიტუტებს, ბანკებს, რომლებიც აფინანსებენ რუსეთის არმიას და სხვა ოპერაციებს უკრაინის სეპარატისტულ ტერიტორიებზე. ევროკავშირის კაპიტალზე, საფინანსო ბაზრებზე და მომსახურეობაზე წვდომა შეეზღუდებათ რუსეთის სახელმწიფოს და მთავრობას. სანქციები ასევე შეეხება ვაჭრობას ორ სეპარატისტულ რეგიონთან.
ბორელის თქმით, სანქციები დიდ ზარალს მიაყენებს რუსეთს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ გერმანია აჩერებს „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ სერტიფიცირებას.