Accentnews.ge
საფრანგეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების დაგეგმილი შეხვედრა არ შედგება

საფრანგეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების დაგეგმილი შეხვედრა არ შედგება

22/02/2022 20:37:54 ევროპა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან–ივ ლე დრიანმა განაცხადა, რომ თავის რუს კოლეგასთან 25 თებერვლისთვის დაგეგმილი შეხვედრა არ შედგება.

ამის შესახებ მან პარიზში, პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„არა“,– ამგვარად უპასუხა მინისტრმა კითხვას, არის თუ არა აქტუალური საფრანგეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პარასკევისთვის დაგეგმილი შეხვედრა.

მანამდე ფრანგმა დიპლომატმა აღნიშნა, ლაროვთან მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე საუბარი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში შეჭრა არ მოხდებოდა.

21 თებერვალს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყებოდა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა თავისი რუსი კოლეგა პარასკევისთვის მიიწვია პარიზში უკრანის გარშემო არსებულ ვითარებაზე სამსჯელოდ.

22 თებერვალს მინისტრმა ევროკავირის მიერ ახალი სანქციების პაკეტის წარდგენის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირს „რეზერვში“ დამატებითი სანქციების პაკეტი აქვს, თუ რუსეთი უფრო შორს წასვლას გადაწყვეტს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S