
„როდესაც ქვეყნის ტერიტორიაზე ჯარები მისი თანხმობის გარეშე შედიან, ისინი არ არიან მიუკერძოებელი სამშვიდობოები"
23/02/2022 08:42:25 ევროპა, მსოფლიო
გაერო-ს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტერეშის განცხადებით, რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინის ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, არღვევს უკრაინის სუვერენიტეტსა და ანადგურებს დონბასში კონფლიქტის დარეგულირების შესახებ მინსკის შეთანმებას.
„ამგვარი ცალმხრივი ზომა პირდაპირ ეწინააღმდეგება გაერთანებული ერების ორგანიზაციის წესდების პრინციპებს და არ შეესაბამება გენერალური ასამბლეის ე.წ. მეგობრული ურთიერთობების დეკლარაციას, რომელსაც საერთაშორისო სასამართლო, როგორც საერთაშორისო სამართლის წარმომადგენელი არაერთგზის ციტირებს. ეს ასევე, სასიკვიდილო დარტყმას აყენებს უშიშროების საბჭოს მიერ დამტკიცებული მინსკის შეთანხმებას“, - ამბობს გუტერეში.
გარეოს გენერალური მდივნის, თქმით დაუშვებელია გაეროს წესდების პრინციპების შერჩევითი გამოყენება.
მან ასევე ხაზი გაუსვა გაერო-ს ეგიდით მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მოქმედი სამშვიდობო ძალების მნიშვნელობას და ამ კონტექსში, რუსეთის სამხედრო ძალის ურკაინაში ყოფნას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ „როდესაც ერთი ქვეყნის ჯარები შედიან მეორის ტერიტორიაზე მისი თანხმობის გარეშე, ისინი არ არიან მიუკერძოებელი სამშვიდობოები".
გუტერეშმა ვითარების დეესკალაციის აუცილებლობასა და პროცესის დიპლომატიური მოლაპარაკების ჩარჩოში დაბრუნების აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება.