Accentnews.ge
კაბალში, ბიზნესმენის ეზოში ხელყუმბარა ისროლეს

კაბალში, ბიზნესმენის ეზოში ხელყუმბარა ისროლეს

23/02/2022 09:30:44 სამართალი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, ყოფილი რწმუნებულის, ბიზნესმენ ჯემალ ნიაზოვის საცხოვრებელი სახლის ეზოში ხელყუმბარა ისროლეს.

შემთხვევა გამთენიას მოხდა.

აფეთქების დროს სახლში იმყოფებოდნენ ჯემალ ნიაზოვი და მისი მეუღლე. არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანებულია საცხოვრებელი სახლის კედელი და ფანჯრები.

ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

"საცხოვრებელი სახლის ირგვლივ უამრავი კამერაა დამონტაჟებული და წესით დამნაშავეების გამოვლენა არ უნდა გაჭირდეს", - თქვა ნიაზოვმა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ორი მუხლით. ესენია: 229-ე აფეთქება და 236 - ე მუხლი, რაც ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S