Accentnews.ge
კიევი თანამოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

კიევი თანამოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

23/02/2022 09:57:42 ევროპა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო თანამოქალაქეებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის გაძლიერებასთან დაკავშირებით, რამაც, მათ შორის შესაძლოა, გამოიწვიოს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საკონსულო დახმარების გაწევის შესაძლებლობების მნიშვნელოვნად შეზღუდვა, საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ. რუსეთის ფედერაციაში ნებისმიერი მოგზაურობისგან და ვინც ამ ქვეყანაში იმყოფება, დაუყოვნებლივ დატოვოს მისი ტერიტორია“, - ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეკომენდაციების უგულებელყოფა მნიშვნელოვნად გაართულებს რუსეთის ფედერაციაში მყოფ უკრაინის მოქალაქეების დაცვის ადეკვატურ უზრნველყოფას.

ამ მოწოდების ფონია მოსკოვის გადაწყვეტილება, "სუბიექტებად" აღიაროს უკრაინის ორი რეგიონი და ამ ტერიტორიებზე ჯარი შეიყვანოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S