Accentnews.ge
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო

23/02/2022 10:14:20 ევროპა

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო.

გადაწყვეტილება არ ვრცელდება დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებულ რეგიონებზე, რომლებიც კრემლმა „სუბიექტებად“ აღიარა.

გადაწყვეტილებას აღსასრულებლად უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს – რადას მხარდაჭერა სჭირდება.

მანამდე უკრაინაში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენკის ბრძანების საფუძველზე დაიწყო 18-დან 60 წლამდე ასაკის მოქალაქეთა სარეზერვო გაწვევა.

„ჩვენთვის აუცილებელია დავაკომპლექტოთ უკრაინის არმია და სხვა სამხედრო ფორმირებები. როგორც მთავარსარდალმა, გამოვეცი ბრძანება განსაკუთრებულ პერიოდში რეზერვისტთა გაწვევის თაობაზე. ხაზს ვუსვამ, საუბარია მხოლოდ ოპერატიულ რეზერვში მყოფ მოქალაქეებზე“, - განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით საყოველთაო მობილიზაცია საჭირო არ არის.

ზელენსკის თქმით, რეზერვისტებმა უკრაინის სამხედრო მზადყოფნა უნდა აამაღლონ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S