
მედია: სანქციები მათ შორის შოიგუს და რუს პროპაგანდისტებს შეეხებათ
23/02/2022 13:03:55 ევროპა
ევროკავშირი 23 თებერვალს იმ პირების სიას გაასაჯაროებს, რომელთაც უკრაინაზე რუსეთის აგრესიის გამო სანქციებს დაუწესებს.
რადიო თავისუფლების რუსული ბიუროს ინფორმაციით, სიაში მოხვდებიან რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანტონ ვაინო, სამხედროების დიდი ჯგუფი, დუმის ვიცე-სპიკერი პეტრ ტოლსტოი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა, RT-ის რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი და ტელეწამყვანი ვლადიმირ სოლოვიოვი.
სანქციები შესაძლოა მოიცავდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე აღნიშნული პირების აქტივების გაყინავს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლას ან ტრანზიტულად გამოყენებას.