
აფხაზეთი დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებისთვის ემზადება
23/02/2022 15:19:45 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთი მზადაა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების ურთიერთაღიარების საკითხის განხილვა დაიწყოს, - განაცხადა დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ.
შამბას განმარტებით, ამ საკითხზე მას უკვე ჰქონდა საუბარი დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბასთან და უახლოეს ხანებში "სამინისტრო" განცხადებას გააკეთებს.
ცნობისთვის: დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსეთის გადაწყვეტილებას დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების უკანონო გადაწყვეტილებას მისი გამოცხადებიდან მალევე დაუჭირა მხარი. ამასთან, სოხუმში მოეწყო რამდენიმე ლოკაცია დონბასიდან ევაკუირებულთა განსასახლებლად.