Accentnews.ge
გერმანიის კანცლერი: „ეს საშინელი დღეა უკრაინისთვის და ბნელი დღე ევროპისთვის“

გერმანიის კანცლერი: „ეს საშინელი დღეა უკრაინისთვის და ბნელი დღე ევროპისთვის“

24/02/2022 06:42:01 ევროპა

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმას „ევროპისთვის ბნელი დღე“ უწოდა და კრემლს შეჩერებისკენ მოუწოდა.

„უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა, ეს საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა. არაფერს შეუძლია ამის გამართლება. გერმანია მკაცრად გმობს პრეზიდენტ პუტინის ამ უგუნურ ქმედებას და სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და უკრაინელებს. რუსეთმა დაუყონებლივ უნდა შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები“,– განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

მისივე თქმით, დასავლეთი დღის განმავლობაში მოახდენს საკუთარი რეაქციის კოორდინირებას ევროკავშირის, G7 და НАТО–ს ფორმატებში.

„ეს საშინელი დღეა უკრაინისთვის და ბნელი დღე ევროპისთვის“,– დასძინმა შოლცმა.

მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასავლეთს 5–პუნქტიანი სამოქმედო გეგმით მიმართა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S