
მაკრონი უკრაინას მათ შორის თავდაცვითი საშუალებების მიწოდებას დაჰპირდა
24/02/2022 07:25:31 ევროპა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თავის უკრაინელ კოლეგას სატელეფონო საუბრისას უკრაინას ეკონომიკურ–ფინანსური მხარდაჭერას და თავდაცვითი საშუალებების მიწოდებას დაჰპირდა.
როგორც ირკვევა, სატელეფონო საუბარი 24 თებერვალს, ღამით შედგა, ვიდრე რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს დაიწყებდა.
როგორც აღინიშნა, პრეზიდენტებმა უკანასკნელი მოვლენები განიხილეს, მაკრონმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა და ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ერთგულება დაუდასტურა.
„მათ განიხილეს დახმარება, რომელიც საფრანგეთმა უკვე აღმოუჩინა უკრაინას და კიდევ ამოუჩენს“,– იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
ამასთან, მაკრონმა Twitter–ზე დაწერა, რომ მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებას, მოუწოდებს მას მოქმედებების შეწყვეტისკენ, სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და მუშაობს პარტნიორებთან ერთად, რომ შეწყვიტოს ომი.