Accentnews.ge
ევროკომისიის პრეზიდენტი: „უკრაინა გაიმარჯვებს!“

ევროკომისიის პრეზიდენტი: „უკრაინა გაიმარჯვებს!“

24/02/2022 07:34:38 ევროპა

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა საგანგებო ბრიფინგზე სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას, დაგმო რუსეთის ქმედებები და განაცხადა, რომ თავიდან უნდა იქნეს აცილებული ვითარება, როდესაც ვლადიმირ პუტინი დასავლეთის ძალას და შედეგებს არასათანადოდ შეაფასებს.

„მოვითხოვთ,რუსეთმა დაუყოვნებლივ შეწყვტოს აგრესია და ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან გაიყვანოს. არსებობს უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა უკრაინის, რომელიც წლების განმავლობაში იყო შენარჩუნებული. პუტინს ნებას არ ვივცემთ, ვითარება ამდენად დაარღვიოს. თავიდან უნდა ავიცილოთ ვითარება, როდესაც ის არასათანადოდ შეაფასებს ჩვენი საზოგადოების ძალას და შედეგებს. ევროკავშირი ყოველთვის დაუჭერს მხარს უკრაინელ მხარს და მაქსიმალურად ვეცდებით , უზრუნველყოთ უკრაინის უსაფრთხოება. უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს!“,– განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S