Accentnews.ge
„რუსეთის ჯარი სახმელეთო ბრძოლას აგებს“ – უკრაინელებმა შანსიეზე კონტროლი აღადგინეს

„რუსეთის ჯარი სახმელეთო ბრძოლას აგებს“ – უკრაინელებმა შანსიეზე კონტროლი აღადგინეს

24/02/2022 08:09:30 ევროპა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქის ქალაქ შანსიეზე თავდასხმა მოიგერია, - ინფორმაციას უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სტრატეგიული კომუნიკაციისა და სტრატეგიული უსაფრთხოების ცენტრი „ფეისბუქზე“ წერს.

მათივე ცნობით, უკრაინის არმიამ მოწინააღმდეგის ტექნიკა და 50-მდე ჯარისკაცი გაანადგურა.

ქართველი სამხედრო ვანო ნადირაძე, რომელიც ამჟამად ფრონტის ხაზზე იმყოფება, ვება, რომ დღის განმავლობაში შეტევები მოიგერიეს, ჰყავთ დაჭრილები, მაგრამ მსხვერპლი არა და სახმელეთო ოპერაციების მიმართულებით მოწინააღმდეგე წარმატებას ვერ აღწევს:

„საარტილერიო დაზვერვამ კარგად იმუშავა, ზუსტი კოორდინატების მოწოდება მოხდა და დიდი რაოდენობის ტექნიკა გავუნადგურეთ. მეორე ეტაპი დაიწყეს შეტევის, რაღაც მომენტში სიღრმეში შემოვიდნენ, მაგრამ შეტევა მოვიგერიეთ და ამჟამად შანსიე ჩვენს კონტროლს ქვეშაა.

რუსეთი მასობრივად ავრცელებს დეზინფორმაციას, რეალურად კი წინ ერთი მეტრითაც ვერ წამოიწიეს. დიდი დანაკარგი მიიღეს. რუსეთი ჯარი სახმელეთო ბრძოლას აგებს“,– ყველა სამხედრო.

მისივე ინფორმაციით, უკრაინელებმა ბელარუსის მხრიდან ორი სერიოზული შეტევა მოიგერიეს. შეტევა იყო ანექსირებული ყირიმის მხრიდან, თუმცა იქაც დახვდნენ უკრაინელები და წინ წაწევის შესაძლებლობა არ მისცეს.

სამხედრო მარიუპოლის მიმართულებით დესანტის გადმოსხმას ელის.

ცნობისთვის: უკრაინამ თურქეთს ბოსფორის სრუტის ჩაკეტვისკენ მოუწოდა, თავის მხრივ თურქეთმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S