Accentnews.ge
NATO-ს წევრმა ოთხმა ქვეყანამ ალიანსის მე–4 მუხლი აამოქმედა

NATO-ს წევრმა ოთხმა ქვეყანამ ალიანსის მე–4 მუხლი აამოქმედა

24/02/2022 09:15:00 ევროპა

ნატო-ს წევრმა ოთხმა ქვეყანამ - პოლონეთმა, ესტონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ უსაფრთხოების საკითხებზე ალიანსის შიგნით კონსულტაციების დაწყების მიზნით, ნატო-ს დაარსების ხელშეკრულების მეოთხე მუხლი აამოქმედეს.

მუხლი გულისხმობს ერთმანეთთან კონსულტაციებს, როდესაც ნებისმიერი წევრი ქვეყანა ჩათვლის, რომ ნატო-ს მოკავშირის ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ან უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის კაია კალასის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრა წარმოადგენს საფრთხეს მთელი ევროპისთვის.

„რუსეთის ფართო აგრესია საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოს, ნატო-ს ყველა ქვეყანას და ნატო-ს კონსულტაციები მოკავშირეთა უსაფრთხოების განმტკიცების შესახებ უნდა დაიწყოს, რათა განხორციელდეს დამატებითი ზომები ნატო-ს მოკავშირეების თავდაცვის უზრუნველსაყოფად. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური პასუხი ერთიანობაა“, - განაცხადა კაია კალასმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S