
უკრაინის სასაზღვრო სამსახური პირველი მსხვერპლის შესახებ იუწყება
24/02/2022 09:21:20 ევროპა
ხერსონის ოლქში სამი უკრაინელი მესაზღვრე დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ხერსონის ოლქის კოპანისა და ივანოვოს დასახლებებში უკრაინელ სამხედროებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. სკადოვსკის რაიონში კი მესაზღვრეებს შვეულმფრენებიდან ესვრიან.
„ჯერჯერობით ცნობილია 3 დაღუპული მესაზღვრის შესახებ. არიან დაჭრილებიც. მიუხედავად ამისა, მესაზღვრეები ოკუპანტებს ებრძვიან", - ნათქვამია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, თავდასხმის მსხვერპლთა შორის ერთი ბავშვია.
მოგვიანებით პრეზიდენტმა დაწერა, რომ თავდასხმების შედეგად 50–მდე უკრაინელი სამხედროა დაღუპული.