
განაპოლსკი: „უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი წარმატება გამყოფ ხაზზეა, იქ რუსები „გაიჭედნენ“
24/02/2022 10:26:39 ევროპა
ჟურნალისტი მატვეი განაპოლსკი კიევში არსებულ ვითარებაზე საუბრობს.
მისი თქმით, მართალია, ამჟამად ქალაქის ქუჩები ცარიელია, თუმცა ეს ბუნებრივი მოცემულობაა: ადამიანების ნაწილი სახლშია, ნაწილი – სამსახურში, ნაწილმა ქალაქი დატოვა.
„ხალხი დაძაბულია, მაგრამ არა შეშინებული. ჩვენ ადგლზე ვართ, არსად გავრბივართ!“,– განაცხადა განაპოლსკიმ.
რაც შეეხება ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას, მისი თქმით, რუსებმა გარკვეული წერტილები დაბომბეს, მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი წარმატება სწორედ გამყოფ ხაზზეა, „რადგან იქ რუსი სამხედროები „გაიჭედნენ“.
„ვიცით, რომ მიზანი დონბასის „გათავსიუფლებაა“, მობილიზებულია დიდძალი ტექნიკა, მაგრამ "რაღაც" ისე არ მოხდა, როგორც ისინი გეგმავდნენ: გარდა იმისა, რომ რუსებმა პასუხი მიიღეს, ამჟამად შანსიე უკრაინის კონტრლქვეშაა. და ძალიან მნიშვნელივანია, როდესაც უკრაინელები რაღაცას იბრუნებენ, რადგან თქვენ იცით უკრაინის არმიის ისტორია და ის, რომ მათ რუსებთან ბრძოლის გამოცდილება არ ჰქონდათ.
ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დილით ყოფილი მინისტრი არსენ ავაკოვი გამოჩნდა, რომელსაც პატივს სცემენ და მოუწოდა, „მოხალისეებო, გიძახებთ, იცით სადაც უნდა მიხვიდეთ“ და დაიწყო მოხალისეთა მოძრაობა.
პუტინმა მოუწოდა უკრაინელებს, „დაყარეთ იარაღი და სახლში წადითო“. უკრაინელები კი გროვდებიან. მე ამის მეშინოდა რადგან ეს პარტიზანული ომია ნებისმიერ ტერიტორიაზე, რომელსაც რუსეთის არმია მიიტაცებს. უკრაინა ცნობილი იყო პარტიზანული ომებით“,– ამბობს განაპოლსკი და დასძენს, „დგება ეტაპი, როდესც მტერს ვერ იტან. ჩემმა შვილმა დამირეკა, ტიროდა, "როგორ ხარ, შენს გამო ვტირიო“. ჩემი შვილის ცრემლებს რუსეთს არასდროს ვაპატიებ! არასდროს!“.
24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომის შემდეგი ფაზა დაიწყო.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ლუგანსკის რეგიონში უკრაინის ძალებმა რუსეთის მეშვიდე თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
შეიარაღებული ძალები იუწყება, რომ უკრაინა რუსეთის ფედერაციის თავდასხმებს სათანადოდ იგერიებს და უკრაინული სამხედრო დანაყოფები ადგილებზე რჩებიან.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ რუსეთის აგრესიის შედეგად 40-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.
როგორც ის ამბობს, ძირითადად ეს მოხდა დილის თავდასხმების დროს.
მისივე თქმით, რუსულ მხარეს უკრაინისთვის სერიოზული ზიანი არ მიუყენებია.