Accentnews.ge
გონზმანი: „ამ ომისთვის ფასს ჩვენ – რუსები გადავიხდით და ეს იმდენად საშინელი საფასური იქნება, რომ შესაძლოა, ქვეყანას არსებობად დაუჯდეს“

გონზმანი: „ამ ომისთვის ფასს ჩვენ – რუსები გადავიხდით და ეს იმდენად საშინელი საფასური იქნება, რომ შესაძლოა, ქვეყანას არსებობად დაუჯდეს“

24/02/2022 13:26:53 კომენტარი

რუსეთში მცხოვრები პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი, აქტივისტი ლეონიდ გონზმანი, რომელიც ხშირად აკრიტიკებს კრემლის პოლიტიკას, უკრაინაში რუსეთის მორიგ შეჭრას ეხმიანება და ფიქრობს, რომ ამ აგრესიის მიზანი უკრაინის სახელმწიფოებრიობის განადგრებაა, რაც მისი ხედვით, მიუღწეველია.

„ჩვენმა სამხედროებმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში რომც შეძლონ უკრაინის თუნდაც მთელს ტერიტორიაზე კონტროლის დამყარება, მიზანი ვერ მიიღწევა. ეს დიდი ევროპული ქვეყანაა. იბრძოლებენ პარტიზანები. და ვინაიდან მიზანი მიუღწეველია, ასვეე ნაკლებად ველი სამშვიდობო შეთანხმებას. ეს ომი დასრულდება ან უკრაინის ან მაპატიეთ, მაგრამ რუსეთის განადგურებით. ცხადია, რუსეთის საზღვარს უკრაინელი სამხედროები არ გადმოკვეთენ, მაგრამ ჩვენ – რუსეთის მოქალაქეები და არა პუტინი, ამ ომისთვის გადავიხდით. ეს იქნება იმდენად საშინელი ფასი და საუბარი არაა მხოლოდ იზოლაციაზე: პირველ რიგში ცხედრები, ადამიანური დანაკარგი (პირველივე საათებიდან უკრაინის არმია წინააღმდეგობას წევს და არ ჰგავს დანებებას, როგორც ჩვენ გვეუბნებიან); მოქალაქეების ცხოვრების მყისიერი გაუარესება (სანქციების შედეგი ეს იქნება), საომარ ბანაკად გადაქცევა და ა.შ. ვფიქრობ, ეს ყველაფერი იმდენად ღრმა რყევებამდე მიგვიყვანს, რომელიც შესაძლოა, ჩვენი ქვეყნის არსებობადაც დაუჯდეს. პუტინმა ომი რუსეთს, რუს ხალხს გამოუცხადა. აი, ვინაა რეალური მსხვერპლი! მჯერა, რომ უკრაინელები ადრე თუ გვიან გამოძვრებიან, მაგრამ ჩვენ გამოვძვრებით?“,– ამბობს პოლიტოლოგი.

ის დარწმუნებულია, რომ ამჟამად უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს სანქციები არ სეაჩერებს

„ძალიან ვწუხვარ ამას რომ ვამბობ, მაგრამ ჩვენი სამხედროები იქ გაჩერდებიან, სადაც გააჩერებენ. მათ ბაიდენი ვერ გააჩერებს, მხოლოდ უკრაინელები!“.

ცნობისთვის: რუსეთში ანტიპუტინური აქციები დაიგეგმა, თუმცა როგორც ცნბილია, დააკავეს აქციის ორგანიზატორი და კიდევ 23 ადამიანი.

180–ზე მეტმა რუსმა აკადემიკოსმა და ხელოვანმა კრემლს ომის შეჩერების მოწოდებით მიმართა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S