
ბელარუსიდან უკრაინის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების გაშვების შესახებ იუწყებიან
24/02/2022 14:15:37 ევროპა
ბელარუსის მხრიდან უკრაინის მიმართულებით 4 ბალისტიკური რაკეტა ისროლეს,– ამის შესახებ უკრაინის სამხედრო ძალების ხელმძღვანელმა ვალერი ზალუჟნიმა განაცხადა.
„ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის სამხრეთ-დასავლეთის ნაწილში 4 ბალესტიკური რაკეტა ისროლეს“.
მისივე თქმით, ქვეყნის ჩრდილოეთ და სამხრეთ მიმართულებებით დაძაბული ვითარებაა:
„ბრძოლები მიმდინარეობს გოსტომელის აეროდრომისთვის, ასევე ქალაქების გენიჩესკის, სკადოვსკის, ჩაპლინკასათვის. მოვუწოდებ ტერიტორიული თავდაცვის რეზერვისტებს და ყველას, ვისაც იარაღის ხელში აღება შეუძლია, გაანადგურონ ოკუპანტები! ერთად გამარჯვებისთვის!".
ცნობისთვის: ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ირწმუნებოდა, რომ ომში არ მონაწილეობს.
.