Accentnews.ge
ვეტერანი: "პუტინს ბლიცკრიგის იმედი ჰქონდა, არ გამოუვიდა!“

ვეტერანი: "პუტინს ბლიცკრიგის იმედი ჰქონდა, არ გამოუვიდა!“

24/02/2022 14:44:30 ევროპა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბრძოლები უკრაინა–რუსეთის საზღვრის თითქმის მთელს პერიმეტრზე მიმდინარეობს. ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა ვეტერანმა, თადარიგის მაიორმა პაველ სუხანმა. საყურადღებოა, რომ უკრაინელებს ამჟამად რუსულ სამხედროებთან ერთად რუსულ სადეზინფორმაციო კამპანიასთანაც უწევთ გამკლავება.

უკრაინელი ვეტერანის ანალიზის მიხედვით, კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინს სურდა ბლიცკრიგი, თუმცა მისი გეგმა ჩავარდა და ახლა რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს მზაობას მოლაპარაკებების თაობაზე, ომში გამარჯვებული მხარე კი ასე არ იქცევა.

ვეტერანს სავარაუდოდ, მხედველობაში აქვს კრემლის პრეს–სპიკერის განცხადება, რომლის თანახმადაც, პუტინი მზადაა, უკრაინის ხელისუფლებას ნეიტრალიტეტსა და განიარაღებაზე დაელაპარაკოს.

„მარიუპოლის მახლობლად გამოვიძახე საზღვაო ქვეითები. ყველაფერი კარგადაა. მათ ხაზის გარღვევა პავლოპოლთან სცადეს, მაგრამ უკან დაიხიეს. ზონა სტაბილურია.

აშკარაა, რომ პუტინს ბლიცკრიგის იმედი ჰქონდა, მაგრამ არ გამოუვიდა. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით უარესი დამოკიდებულება იქნება მისი სამხედროებისადმი. ვინც ომს იგემს, მოლაპარაკებებს არ სთავაზობს“.

მან უკრაინელებს საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში ბრძოლისკენ მოუწოდა:

„ომის მიმდინარეობა ყველა ჩვენგანზეა დამოკიდებული. ვეტერანები უნდა დაბრუნდნენ სამსახურში, პროგრამისტებმა უნდა გატეხონ მოწინააღმდეგის საიტები – ყველამ უნდა იბრძოლოს საკუთარ ფრონტზე“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S