
ზელენსკი SWIFT-დან რუსეთის გათიშვას ითხოვს
24/02/2022 16:03:27 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროკავშირის მხრიდან რუსეთისთვის მომზადებული სანქციების პაკეტი ახლოსაა.
მისი თქმით, პრეზიდენტ მაკრონთან ერთად განიხილა სანქციების ყველა დეტალი.
ზელენსკი რუსეთის მსოფლიოს საბანკო საფინანსო სატელეკომუნიკაციო საზოგადოებიდან (SWIFT) გათიშვას ითხოვს.
"რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირისგან დამატებითი მძიმე სანქციების პაკეტი ახლოვდება. ყველა დეტალი განვიხილე პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად. ჩვენ ვითხოვთ რუსეთის გათიშვას SWIFT-დან [მსოფლიოს საბანკო საფინანსო სატელეკომუნიკაციო საზოგადოებიდან], უკრაინის საჰაერო ზონის [რუსეთისთვის] ფრენისთვის აკრძალულ ზონად გამოცხადებასა და სხვა ეფექტურ ნაბიჯებს, რათა შევაჩეროთ აგრესორი" - წერს ტვიტერზე პრეზიდენტი ზელენსკი.