
„უკრაინელების სისხლი მათ ხელებზეც იქნება, ვინც დღეს ეჭვობს, უნდა გაითიშოს თუ არა რუსეთი SWIFT–იდან“
24/02/2022 16:18:50 ევროპა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ქვეყნის პრეზიდენტის მსგავსად მოუწოდებს დასავლეთს, გათიშონ რუსეთი SWIFT–იდან.
„ამ საკითხში დიპლომატიური არ ვიქნები. ყველას, ვინც დღეს ეჭვობს, არის თუ არა საჭირო რუსეთის SWIFT–იდან გათიშვა, უნდა ესმოდეთ, რომ უდანაშაულო უკრაინელი კაცების, ქალების და ბავშვების სისხლი მათ ხელებზეც იქნება“,– ამბობს მინისტრი და დასძენს, „გათიშეთ რუსეთი SWIFT–იდან!".
როგორც იუწყებიან, დრეს აშშ–ის პრეზიდენტი ახალი სანქციების შესახებ განაცხადებს და ასევე ისაუბრებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე.