
უკრაინა რუსების მიერ ჩრნობილის ატომური ელექტროსადგურის დაკავებისა და ტყვეების აყვანის შესახებ იუწყება
24/02/2022 17:54:03 ევროპა
რუსმა სამხედროებმა ჩრნობილის ატომური ელექტროსადგური დაიკავეს,– იუწყება უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურის მრჩეველ ალენა შევცოვაზე დაყრდნობით.
"რუსებმა დაიკავეს ჩერნობილის სადგური. სადგურის პერსონალი მძევლად აიყვანეს. ეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის უსაფრთხოებას", - განაცხადა შევცოვამ.
იგივე დაადასტურა ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა დენის შმიგალმა:
„სამწუხაროდ, იძულებული ვარ, შეგატყობინოთ, რომ ჩერნობილის ზონა და ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ყველა ობიექტი რუსეთის შეაიარაღებული ჯგუფების კონტროლქვეშაა“.
როგორც მანამდე გახდა ცნობილი, რუსი სამხედროები ბელორუსის ტერიტორიიდან შევიდნენ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ზონაში. ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები, იცავდნენ რადიოაქტიური ნარჩენების საწყობს. არსებობდა საწყობის განადგურების საფრთხე. მსგავს შემთხვევაში რადიოაქტიურმა მტვერმა შეიძლება, დაფაროს უკრაინის, ბელარუსის და ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიები.