Accentnews.ge
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ „დღის ამოცანები“ შეასრულეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ „დღის ამოცანები“ შეასრულეს

24/02/2022 18:23:51 ევროპა

რუსმა სამხედროებმა დღეისთვის მათვის მიცემული დავალებები შეასრულეს,– ამის შესახებ რუსული გამოცემა ТАСС რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელ იგორ კონაშენკოვზე დაყრდნობით იუწყება.

„რუსეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო ჯგუფებმა დღის დავალებები წარმატებით შეასრულეს“,– ირწმუნება კონაშენკოვი.

მისი თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალების დარტყმის შედეგად მყყობრიდან გამოვიდა უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურის 83 ობიექტი, ორი სუ-27, ორი სუ-24, ერთი ვერტმფრენი და ოთხი ბაირახტარი TB-2 – უპილოტო სატრენი აპარატი.

მისივე თქმით, "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" გრძელდება.

მას არ უსაუბრია რუსეთის დანაკარგებზე, რომელიც უკრაინული მხარის და ასევე "აქცენტის" სხვადასხვა წყაროების ცნობით, მნიშვნელოვანია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S