
ბაიდენი დარწმუნებულია, რომ სანქციები კრემლისთვის ისეთივე "გამანადგურებელი იქნება", როგორც მისი "ტანკები, რაკეტები და ტყვიებია"
24/02/2022 20:00:08 ევროპა, მსოფლიო
აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დარწმუნებულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სნქციები ისეთივე გამანადგურებელი იქნება, როგორც მისი იარაღია.
ბაიდენი დარწმუნებულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სნქციები ისეთივე გამანადგურებელი იქნება, როგორც მისი იარაღია.
„სანქციები ისეთი ვერ გამანადგურებელი იქნება როგორც მისი ტანკები, რაკეტები და ტყვიებია?“,– კითხეს ბაიდენს ბრიფინგზე.
დიახ“,– განაცხადა საპასუხოდ ბაიდენმა და დასძინა, „ის დაასუსტებს მის ქვეყანას და მოუწევს რთული არჩევანის გაკეთება იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს“.
მან არ უპასუხა კითხვას, თუ რატომ არ უწესებენ სანქციებს უშუალოდ ვლადიმირ პუტინს.
რაც შეეხება SWIFT–იდან რუსეთის გათიშვას, რომლის თაობაზეც როგორც ჩანს დასავლეთში ერთსულოვნება არაა, ბაიდენი ამბობს, რომ სანქციები მასზე უფრო ქმედითია:„ერთი თვის შემდეგ ვილაპარაკოთ და ვნახოთ, რამდენად ქმედითია“. ბაიდენს, ჰკითხეს, მოუწდებს თუ არა ჩინეთს, დაეხმაროს დასავლეთს რუსეთის იზოლირებაში.
„არ ვარ მზად, ამ კითხვაზე გიპასუხოთ“,– განაცხადა ბაიდენმა.
ამასთან, აღნიშნა, რომ ინდოეთთან კონსულტაციები დღეს ექნება.