
დეპუტატი: „რუსებმა ჰაუბიცები მოათავსეს და ატომური ელექტროსადგურის დაბომბვით იმუქრებიან!"
24/02/2022 20:00:34 ევროპა
რუსი ჯარისკაცები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგრის დაბომბვით იმუქრებიან,– ამის შესახებ Facebook–ში უკრაინელი სახალხო დეპუტატი მარიანა ბეზუგლაია წერს.
„რუსებმა ჰაუბიცები მოათავსეს და ატომური ელექტროსადგურის დაბომბვით იმუქრებიან. ეს კატასტროფა იქნება მთელი ევროპისთვის", - ამბობს დეპუტატი.