
რეზნიკოვი: "კრემლი შეტევის ახალ ტალღას ამზადებს, მაგრამ ჩვენი არმია მას დახვდება"
24/02/2022 21:12:54 ევროპა
კრემლი შეტევის ახალ ტალღას ამზადებს, მათ შორის საჰაერო დესანტს, მაგრამ ჩვენი არმია მას დახვდება,– აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი.
მისი თქმით, 16 საათია, უკრაინა უკუაგდებს ოკუპანტებს.
„შეიარაღებული ძალები, გვარდიელები, მესაზღვრეები, მაშველები, სხვა ძალოვანი უწყებების მებრძოლები გმირულად დგანან თავდაცვაზე. წინააღმდეგობას ნელ–ნელა მთელი ერი უერთდება. ათასობით სამოქალაქო პირი უკვე ტერიტორიული თავდაცვის ორგანოს წევრია“,– ამბობს რეზნიკოვი.
მისი ინფორმაციით, მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს: ლუგანსკში, სუმის რეგიონში, დედაქალაქის ჩრდილოეთით, არ არის მარტივი მდგომარეობა ქვეყნის სამხრეთ ნაწილშიც.
მიუხედავად ამისა, მინისტრი აღნიშნავს, რომ „მტერი არ ელოდა მსგავს წინააღმდეგობას“:
„ის გააჩერეს ხარკოვთან, აიძულეს გაჩუმება და უკუაგდეს აღმოსავლეთის ბევრი განყოფილებიდან, რუსი სამხედროები უკვე ტყვედ ბარდებიან. კრემლი გეგმავს შეტევის ახალ ტალღას, მათ შორის საჰაერო დესანტის გადმოსხმას. მაგრამ ჩვენი არმია მზადაა, მას დახვდეს. აქტიურად ვიყენებთ თანამედროვე იარაღს, რომელიც პარტნიორებისგან მივიღეთ. ის კიდევ მეტი იქნება“.
მისი თქმით, მსოფლიო სანქციებს აწესებს, რუსეთში დაიწყო ომის საწინააღმდეგო გამოსვლები და ხვალ „რუსები იგრძნობენ პუტინის სიგიჟის ფასს“:
„ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ და უკან არ დავიხევთ. და აუცილებლად გავიმარჯვებთ!“.
როგორც ცნობილია, 18–დან 60–წლამდე ასაკის მამაკაცებს კიევიდან გასვლის შესაძლებლობას არ მისცემენ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო.