მედია: ჰაკერების საერთაშორისო ქსელმა რუსეთის ხელისუფლებას ომი გამოუცხადა

25-02-2022 04:40:40 ეს საინტერესოა

ჰაკერების საერთაშორისო ქსელმა Anonymous რუსეთის ხელისუფლებას ომი გამოიცხადა,– მსგავსი შინაარსის ინფორმაცია, მედიის ცნობით, საზოგადოების Twitter-ზე გამოჩნდა.

"Anonymous კოლექტივი ოფიციალურად აწარმოებს კიბერ–ომს რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ ", -ნათქვამია შეტყობინებაში რომელსაც თან გასდევს #Ukraine.

გარკვეული დროს შემდეგ ФСБ–მ კიბერუსაფრთხოების კრიტიკული დონე გამოაცხადა.

ჰაკერებმა, მათივე ცნობით, რუსული პროპაგანდისტული საიტის Russia Today-ს მუშაობა შეაფერხეს.

შეგახსენებთ, რომ ადრე უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა განაცხადა, რომ დაახლოებით 16:00 საათზე უკრაინაზე მორიგი მასიური კიბერშეტევა დაიწყო.

განახლება

ქსელი იუწყება რომ, „რუსეთის შეიარაღებული ძალები ამზადებენ დედაქალაქის ფართომასშტაბიან დაბომბვას“.

მანამდე CNN აშშ-ის დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ რუსეთი კიევის დროით 03:00 საათიდან კიევზე საჰაერო თავდასხმებს გეგმავდა, თუმცა ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები